Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სტუდენტთა VIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2022 წლის 2 და 3 ივნისს, ჰიბრიდულ რეჟიმში, ტარდება სტუდენტთა VIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

    სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი თემატური სექცია:

    1. შავიზღვისპირეთი და სამხრეთ კავკასია: საქართველო ფოკუსში;

    2. კოვიდ19-ის ეფექტები საქართველოში;

    3. მუნიციპალური კვლევები;

    4. დარგთაშორისი კვლევები

    მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა ატვირთონ 11 აპრილიდან 17 აპრილის 19:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge, ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „VIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია“, მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც (ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი), რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

    აბსტრაქტის შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 29 აპრილამდე.

    სექციებიდან შეირჩევნიან გამარჯვებული მომხსენებლები მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge